თამარ ბელქანია: “8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი”

თამარ ბელქანია: “8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი”
“8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები”, – ამის შესახებ, წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ გამოცემა თაიმერის ცნობით“აგვისტოს ომში” დაღუპული, კობა ხარჩილავას საფლავზე გაკეთებული განცხადებისას ისაუბრა.
ბელქანიამ განმარტა, რომ ისტორია ზუსტი მეცნიერებაა, რომელსაც დაცვა სჭირდება. ისევე, როგორც ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს.
“37 წლის გახდებოდა კობა ხარჩილავა, რომელიც ჩვენთვის ეროვნული გმირია. მოვედით დღეს, 7 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, მის მშობლებთან ერთად, პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის. 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ფართო მასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა ს ფედერაციამ. მან აგრესიულად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ, ისტორია არის ზუსტი მეცნიერება, რომელსაც სჭირდება დაცვა. როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, ქვეყნის სუვერენიტეტსაც სჭირდება დაცვა. ასე სჭირდება ზუსტ ისტორიას დაცვა იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს, რუსეთი არის ოკუპანტი და დღევანდელი თარიღით, ჩვენ, აღვნიშნავთ დღეს, როდესაც რუსეთმა მოახერხა და შესძლო ჩვენს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სპეცოპერაცია. რაც შეეხება ამ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც სიცოცხლე შესწირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენს ისტორიაში, როგორც გმირი, სამშობლოსთვის მებრძოლი, რომ დაეცვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები”, – განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა