ტოტალიტარული რეჟიმის “გაფორმებისთვის, კრემლის კოპირებისთვის, აუცილებელია, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იყოს ციხეში”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლოდერის, მამუკა ხაზარაძის დაკავებას.
როგორც ბელქანიამ მიმდინარე პროცესების შეფასებისას, “თაიმერთან” საუბარში განაცხადა, საკითხი უკვე ევროპულ მომავალს კიარა, ახალგაზრდებისთვის ნორმალურ და გასაძლის გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ეხება.
წალენჯიხის მერის მოადგილე მოქალაქეებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს, რათა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში საბჭოური დროშის აფრიალება ვერ შესძლოს.
“ის, რომ მამუკა ხაზარაძეს დაიჭერდნენ, ზუსტად ვიცოდი. იმოტომ, რომ აქ არ არის საუბარი, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ან ვინ, არ მიიღებს. აქ, საუბარია იმაზე, რომ ტოტალიტარული რეჟიმის გაფორმებისთვის, იმისთვის, რომ მოხდეს კრემლის კოპირება, აუცილებელია, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იყოს ციხეში და მათ ჰგონიათ, რომ ამით ისინი საბჭოთა დროშას ააფრიალებენ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია, სრული მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ იმ განსაცდელისგან, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე, თუნდაც პარტიის ლიდერის ციხეში ყოფნა. ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, აქ, საუბარია ჩვენი შვილების ევროპულ მომავალზე კიარა უკვე, ჩვენი შვილების ნორმალურ, გასაძლის გარემოზე. ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ესენი არჩევნებს კიარ ატარებენ, ესენი უბრალოდ არჩევნებს გააფორმებენ 98,8%-ით იმიტომ, რომ მათ უკვე იციან, რომ რეჟიმი დამყარებულია”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
დააკავეს ასევე, ბადრი ჯაფარიძეც.
მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
