“თამამად შეგვიძლია თქმა, რომ რეპროდუქციის მიმართულებით საქართველო თურქეთზე წინ დგას” – გიორგი ყიფიანი

“ვივო მედიქალ ჯგუფის” ხელმძღვანელი, გიორგი ყიფიანი BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” ახლად გახსნილი ჟორს სამედიცინო ცენტრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანი არამხოლოდ რეპროდუქციული მიმართულებით მუშაობა, არამედ სხვადასხვა სამედიცინო სერვისის ერთ შენობაში თავმოყრა იყო.
მისივე ცნობით, თამამად შეუძლიათ იმის თქმა, რომ რეპროდუქციის მიმართულებით, საქართველო თურქეთზე წინ დგას.
“ჟორდანიას ინსტიტუტის პაციენტების პროპორციაში, 50%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეს არის სამედიცინო ტურიზმი, რომელიც თავისთავად ხარისხზე მიუთითებს. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპროდუქციის მიმართულებით, საქართველო თურქეთზე წინ დგას.
ჟორდანიას ინსტიტუტს არ ჰქონდა სამშობიარო მიმართულებები, ასევე მამოლოგია, ქირურგიული გინეკოლოგია, უროლოგია და ა.შ. კლინიკის მიზანი იყო, სრული ციკლის ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შეკვრა. სამედიცინო სერვისის და ხარისხის მთავარი კომპონენტი სამედიცინო გუნდია. ჩვენ შემთხვევაშიც ეს არის ძირითადი საფუძველი”,- აცხადებს ყიფიანი.
მისი ინფორმაციით, კლინიკის პროექტირებისას ერთ-ერთი ცნობილი სააკრედიტაციო ორგანიზაცია მედიცინაში – JCI იყო ჩართული, რომელთან ერთადაც კომპანიამ კომფორტსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე მორგებული სამედიცინო დაწესებულება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ