თაკო ჩარკვიანი – ყაველაშვილს ეტყობა, რომ განათლება და წიგნიერება არ სჭირდება ღალატს – უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან ქუჩური სიტყვების მოსმენა

პარლამენტში ძალიან მძიმე ვითარება იყო – უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან [] ამის მოსმენა, ქუჩური სიტყვებით მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც პარლამენტის სხდომაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ს „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.
როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მისთვის გაურკვეველია რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება, რადგან გიორგი ვაშაძეს არ დაუსვამს ისეთი კითხვა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელოდებოდა.
„ძალიან მძიმე ვითარება იყო. მგონია, რომ ხელოვნურად შემოგდებული იყო „ხალხის ძალის“ ჯგუფის მხრიდან. რადგან, არაფერი განსაკუთრებული კითხვა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელოდებოდა, არ დასმულა. ყაველაშვილი რომ ხარ და რაღაც კითხვა არ მოგეწონა, ხომ შეგიძლია შენ დროს გამოხვიდე და უპასუხო ადამიანურ ფარგლებში, ისე როგორც დეპუტატს ეკადრება საკანონმდებლო ორგანოში. ეს ბიჭი [ყაველაშვილი] ძალიან ქუჩურად გამოდის.
ვინაიდან, ბევრჯერ დაისვა კითხვა, დროს კითხვაც კი არ დამისვამს, კითხვა, რაც მე უნდა დამესვა რამდენჯერმე დაისვა. ამიტომ მე საერთოდ არ ამომიღია ხმა. დაპირისპირება გამოიწვია გიორგი ვაშაძის გამოსვლამ და ძალიან ლეგიტიმურმა კითხვამ. ემიგრანტები გვიკავშირდებიან და მათ სურთ ნორმალური სერვისი მიიღონ, ეს არ არის ახალი. მე არ გავიმეორებ ის, რაც ყაველაშვილმა ვაშაძეს აკადრა. უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან ამის მოსმენა, ქუჩური სიტყვებით მეტყველებს.
მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მისი დიპლომი არ არის წარმოდგენილი სადღაც, მაგრამ ეტყობა კარგია, რაღაც უმაღლეს დამთავრებულები იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, თუ შეიძლება. ყაველაშვილს ეტყობა, რომ დიდი განათლება და წიგნიერება არ სჭირდება ღალატს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ