თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – კატასტროფული ტვირთი არ დაიდოთ მხრებზე – საკუთარ თავს არ გამოუტანოთ განაჩენი, მეტი არაფერი შემიძლია გირჩიოთ

კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის პირობებში როგორ მივიღოთ ეს კანონი? ბანდიტებს და ყაჩაღებს ასამართლებინებთ არასამთავრობოებს? სად გიჩივლოთ მერე იმ ხალხმა?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ს განმარტებით, საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და შემდეგ უნდა მიიღოს აღნიშნული კანონი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაშიც დამარცხებული იქნება.
„რა გამოიგონეთ ეს ბინძური კანონი? სულ რომ ფიქრობდეთ, რომ სწორია, ის ხომ იცით, რომ დასავლეთის 27 ქვეყანას არ უნდა დავუპირისპირდეთ და ს პირისპირ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა? ჯერ შევიდეთ, როგორმე გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, იქ იქნება გამჭვირვალე, როგორც სხვა ქვეყნებშია. ჯერ გავხდეთ წვერები და მერე მივიღოთ, ვინ დაგვიშალა? პირიქით. ახლა კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის პირობებში როგორ მივიღოთ ეს კანონი? ბანდიტებს და ყაჩაღებს ასამართლებინებთ არასამთავრობოებს. სად გიჩივლოთ მერე იმ ხალხმა? საკუთარ თავს არ გამოუტანოთ განაჩენი, მე მეტი არაფერი შემიძლია გირჩიოთ. კატასტროფული ტვირთი არ დაიდოთ მხრებზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ