თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!

ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა.
ჩარკვიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “საქართველოს გამანადგურებელი კანონი“ უწოდა.
“ევროპელი მეგობრები – ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროპის ოჯახის წევრი ვერ გავხდებით. რა დარჩა? – ტოვებთ ქვეყანას ს პირისპირ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით!
დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი – საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის – სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!
რატომ გაგიკვირდათ, რომ გარეთ 200 000 კაცი გამოვიდა? – მე ამ დღეებში უფრო მეტს ველოდები, რადგან ორჯერ ჩატარებული რეფერენდუმი 80%-ია. დღეს ქუჩაში ღია რეფერენდუმი ტარდება – საქართველო ქვეყნის გადასარჩენად გამოვიდა.
1978 წელს, როდესაც ენას გვართმევდნენ, კომუნისტური სივრცის ცეკას მდივანი შევარდნაძე გამოვიდა და დეპუტაცია ხალხს შეურია: – გარეთ ჩვენი შვილები გველოდებიანო. მაშინ საქართველო ერთი მთლიანი იყო და ეს 1978 წელს კომპარტიიდან წამოსულმა კაცმა გააკეთა.
საქართველოში ყველა პრეზიდენტს მიზანი ჰქონდა – იქნებოდა ეს ეროვნული სივრციდან წამოსული თუ კომუნისტური პარტიიდან წამოსული პრეზიდენტი. უფრო ლოიალური თუ იყო შევარდნაძე, რუსეთმა მის დროს წაგვართვა, მაგრამ ის კაცი არ იყო დამნაშავე. იმ კაცმა რომ მოინდომა და საქართველოს ნავთობსადენი გაუკეთა, დილის 06:00 საათზე ააფეთქეს.
რუსეთისთვის მნიშვნელობა არასდროს არ ჰქონდა კომპარტიიდან იყავი, თუ ეროვნული მოძრაობიდან – მთავარი იყო საქართველოსთვის ეროვნული საქმე არ გაგეკეთებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“