თაკო ჩარკვიანი – ნიკა გვარამია დამენანა, საკმაოდ გონიერი ადამიანი მგონია, რა პერსპექტივას ხედავს? – არ მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში, მაგრამ უნდა გაერთიანდეს დასავლური ფრთა

დამენანა, ჯერ ერთი, ინტელექტუალური ცდომილებაა – საკმაოდ გონიერი ადამიანი მგონია, რა პერსპექტივას ხედავს? , – ასე შეაფასა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ს და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება.
როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ის სიმპათიით არის განწყობილი ნიკა გვარამიას მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სიმპათიით არის განწყობილი გვარამიას მიმართ.
„რა ელექტორატმა შეიძლება მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იქვე ყოფილი მთავარი პროკურორი ზოდელავა, ყოფილი აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი ნიკანორ მელია, ძირითადად, უფრო ახალაიას გუნდის წევრები არიან.
გამორიცხულია არ იცოდნენ, რომ ის გუნდი, ვინც მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხმას, ის სააკაშვილს მისცემს ხმას, ხოლო შუა ხალხი არასდროს მისცემს ხმას ყოფილ პროკურორებს, ყოფილ განათლების მინისტრს. მე ვარ გვარამიას მიმართ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შუაში ხალხი სიმპათიით არის განწყობილი მის მიმართ. მათ ხომ შუა ხმებზე აქვთ პრეტენზია? – გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მისცემს ხმას მურთაზ ზოდელავას და ნიკანორ მელიას?“, – განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს თავის კუთვნილ სტაბილურ ხმას.
„მარტივი არითმეტიკით, სააკაშვილის ხმები დარჩება სააკაშვილის ხმებად. „ნაციონალური მოძრაობა“ 5 ნომერი მიიღებს თავის კუთვნილ სტაბილურ ხმას, ესენი [პარტია „ახალი“] რას მიიღებენ, არ ვიცი“, – აღნიშნა მან.
ჩარკვიანის მოსაზრებით, 1%-იანი ამბიციური პარტიები ტოვებენ „ოლიგარქ ივანიშვილს“ ხელისუფლებაში.
„ერთადერთი პროექტი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას ეს იყო „ძალა ერთობის“ პროექტი და გავიმარჯვეთ. დანაწევრების და დაქუცმაცების მომხრე 1%-იანი ამბიციური პარტიები, თქვენ ტოვებთ ბატონებო ოლიგარქ ივანიშვილს და მერე არ დაიწყოთ, რომ არა. „ლელოს“ თავისი ამბიცია აქვს… ამასთან, ყველას პრემიერობა უნდა. 1%-ი რომ გაქვს, ხალხს არ ეკითხები? 1%-ს რომ გაძლევს ხმას, ე.ი. პრემიერად ვერ გხედავს“,- აღნიშნა მან.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, თუ „გჯერა რუსეთს ებრძვი, მაშინ უნდა გაერთიანდეს დასავლური ფრთა“.
„წყალსაც წაუღია ცალ-ცალკე ყველა ამბიციური, მოსულელო ტიპი, ჩემი ქვეყანა ზარალდება.
კი არ მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში, მაგრამ გაერთიანებისკენ მხოლოდ იმიტომ მოვუწოდებ, რომ თუ გჯერა რუსეთს ებრძვი, მაშინ უნდა გაერთიანდეს დასავლური ფრთა, ასე მგონია“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა