: მომღერალ სოფო ბედიას ნამღერ “პრისიონერას” გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად აქ გთავაზობთ

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი :
მომღერალ სოფო ბედიას ნამღერ “პრისიონერას” გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად აქ გთავაზობთ (არ ვიცი რატომ მკითხეს, ალბათ იმიტომ რომ პროფესიით მუსიკოსი ვარ): “დავიწყოთ ასე და გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო შოუ (როგორც მითხრეს) რომელიც ტვ სერიალებიდან სიმღერებს (ე.წ საპნის “ოპერებიდან”) ასრულებდნენ მომღერლები. (რამდენად მხიბლავს ამ ტიპის შოუები და ეს ჟანრი საერთოდ, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, არ მხიბლავს -ეს სხვა თემაა)
ისიც მესმის, რომ ადამიანებს სასტიკად აღიზიანებთ, საშინლად, ამაზრზენად, აღვირახსნილად, უზრდელურად მოსაუბრე მისი ანუ სოფო ბედიას მეუღლე, რომელიც თავს ბევრის უფლებას აძლევს და არ ფიქრობს რომ ასე მდაბიოდ მოქცევა, მუქარა დაქადნება (ხელისუფლების იმედად ცხადია, თორემ ამდენის უფლებას ვინ მისცემდა?!) და საუბარი არ შეიძლება.
მე რაც ვნახე და შემხვდა სოც ქსელში ვიდეო ამ კაცისა ძალზე გამაღიზიანებელია და სრულიად კანონიდან გასულია “ტიპი”. რაც ძალზე სამწუხაროა, რომ მის გარშემო ეს მოსწონთ.
ამიტომ არის ხალხის რეაქცია ასეთი, რაც ყოველთვის ჯაჭვივით არის ანუ ზიზღი არის ბუმერანგივით და ეს ცუდია და არ მომწონს, მაგრამ ასეა (ეს ყველას ეხება, სრულიად ყველას) თუმცა …..ახლა თავად სოფო ბედიას, როგორც მომღერლის შესახებ:
აქვე დავძენ ობიექტურად, რომ
გათვალისწინებით ამ (ტვ პროექტის დანიშნულებისა) თავად სოფო ბედიას აქვს ვოკალის ძალიან კარგი შესაძლებლობები, ძლიერი ტემბრი, კარგად ფლობს ვოკალს, პროფესიონალია და ამ სიმღერასაც ასრულებს როგორც პროფესიონალი -ეს ფაქტია.
დანარჩენი რა მოგახსენოთ,ზოგიერთ ნიჭიერად გაკეთებულ “შარჟზე” გულიანად ვიცინე ბევრი და ვიხალისე, განსაკუთრებით “დუშის” – შხაპის ქვეშ ნამღერ შარჟებზე, მართლა ვიცინე….
მაგრამ ვისურვებდი რომ საზღვარი არსებობდეს და იცოდნენ ადამიანებმა სად გადის ზღვარი, უკიდეგანო ლანძღვასა და იუმორს – ღიმილს შორის …
“ზოგიერთის” გასაგონად ვიტყვი, რომ გოიმობას ნუ ჩამოვყვებით, რადგან ყველგან მოიძებნება მრავლად, ასეთი უკიდეგანო ბულინგი, ფიზიკურ სხეულზე მითითება, ლანძღვა უშვერი სიტყვებით მომღერლისა (რომელიც საკმაოდ ბევრს ჯობია პროფესიონალიზმით, არც თუ “არაგოიმურ” ქართულ ესტრადაზე, ბევრს ეხება) ესეც ძალზე დიდი პროვინციალიზმია.
ნუ ჩავეფლობით ზიზღის მორევში.
ერთმანეთის “დასამარხი” აღარ დაგვრჩება ადამიანებო”.
ხომ იცით მეგობრებო, ყოველთვის, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ ….
გილოცავთ შობა ახალ წელს ადამიანებო!
ეს არის ჩემი კომენტარი
P.S
ეს სტატუსი, მხოლოდ მათთვის ვისაც სტატუსიდან აზრის გამოტანა შეუძლია ანუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა