თაკო ჩარკვიანი: მოკლედ “მრავალფეროვანია” ეს ქაჯობა რა……

“ქაჯობა სხვადასხვა სახის არის, მრავალფეროვანია, აი მაგალითად, სნობი რომ ხარ მაგარი გორსალა ხარ, ან აი მაგალითად: შენ თავად გინდა, რომ ცხვირში საყურე გქონდეს გარჭობილი და მოგწონს კარგია, კი ბატონო, ვისი რა “ტაკუცუნის” საქმეა, მაგრამ თუ არ მოგწონს ცხვირში საყურე და გაწუხებს გტკივა და მაინც გარჭობილი გაქვს სხვისი მიბაძვით ,ვფიქრობ ქაჯობაა, მოკლედ რა შტრიხით იქნები რაიმეზე ,ან ვინმეზე სნობურ- გოიმურად დამოკიდებული სულერთია და ერთი დიდი გოიმობა ჰქვია ასე მგონია, ან აი მაგალითად ორმაგი სტანდარტი ჰქვია , ერთი რომელიმე მომღერლის ნამღერზე ატეხო განგაში -კივილი, “იქ” რატომ იმღერა და სხვა “მეორეს” ხელს აფარებდე ესეც მაგარი გოიმობაა და ცოტა ცუღლუტობაც ,,, ოოოოოო პოლიტიკაში კი ,აი მაგალითად ერთს წარსულს უხსენებდე, , რუსეთში ექსპორტს, ხოლო სხვას “მეორეს” შენიანად თვლიდე, “ქართულ ჯიგრულ პონტში”, მოუწოდებდე სხვებს პოლიტიკური ბიზნეს პროტესტისკენ და შენ თავად ამ დროს რუსეთში “ექსპორტობდე” შენი პროდუქციით , ამას აფერისტობა ჰქვია.
ამას ქაჯობა არა ,ამას თაღლითობა , ორმაგი სტანდარტი ჰქვია……
ვიღაცას “პუტჩისტს” ეძახდე რეჟისორს ,ან მსახიობს, ან მწერალს , ხოლო ზუსტად იგივე პროტესტით წარსულში სხვა, მაშინ “განსხვავებული აზრის” მქონედ მიიჩნიო , ( რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არის სხვა აზრის ქონა) ამასაც ორმაგი სტანდარტი და “ტოჟე” გოიმობა ჰქვია……😊
ჰოოო კიდევ , მეგობრებს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს თუ აჩუქებ და მერე ჟურნალში დაწერ ამის შესახებ ,თან ისე “მეჟდუპროჩიმ” ვითომ სხვათაშორის მოყევი , ამასაც დიიიიდი ქაჯობა და მაგარი “ჩა——ხობა” ჰქვია…
შენს ქველმოქმედებაში , (“ბარტერი”-გაცვლა მოსთხოვო მომავალში) ადამიანებს საშენოდ მოქმედება მოსთხოვო, ამას ქაჯობა და ანგარება ჰქვია-ესეც ქაჯობის სახეობაა.
და მთავარი : ხელისუფლებამ თავი ხალხის მსახურად კი არა, არამედ “სამყაროსუფლად” წარმოიდგინო ,ვექტორის და კონსტიტუციის შეცვლა შესთავაზო ქვეყანას, ხალხის ნების გარეშე ამას ღალატი და თავხედობა ჰქვია და ეს “ღალატიც და სითავხედეც” ქაჯობის და გარკვეულად ქაჯური “კომპლექსების” ქონის ნაწილია
🙈😘
მოკლედ “მრავალფეროვანია” ეს ქაჯობა რა……” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .