თაკო ჩარკვიანი: “მეჭინჭე” მეჭინჭეა, მეშჩანი მეშჩანია ვერაფერს იზამ!!!!!

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი :
მეშჩანი -განმარტება ასეთია -“არსებითი სახელი, რომელსაც წვრილმესაკუთრული ვიწრო და შეზღუდული ინტერესები, ვიწრო თვალთახედვა აქვს”. სინონიმიც აქვს-ანგარებიანი -მეშჩანი… აი მაგალითად: აინტერესებს მხოლოდ ჭინჭი, მხოლოდ “ფილერი” ანუ ანგარებაში “ბარტერიც”- გაცვლაც მოსულა, ასე მაგალითად სამშობლო თუ “ტუჩის ფილერი”?? იცვლება თუ არა სამშობლო “სახის ფილერში, ჰო რასაკვირველია “ის “-მეშჩანი ირჩევს “ფილერს”.
არა, ისე არ გაიგოს ვინმემ რომ მე ვამბობ, რომ თითქოს “სახის ფილერი ან ბოტოქსი ცუდია”, არა, ბატონო კარგია, ვისაც როგორ სურს, უბრალოდ აქ საუბარია “ბარტერის” დროს ანუ გაცვლის დროს, რამდენად მისაღებია და ვისთვის ანუ მეშჩანისთვის რა და რაში იცვლება ე.წ ჭინჭი ან სახის ბოტულინოთერაპია 😂 ნუ კიდევ ის, რომ გააჩნია რა ფირმის არის პიჯაკი- სენ ლორანია თუ ფერაგამო თუ დიორი თუ შანელი, ფასები სამშობლოს ასე ედება მეშჩანის მსოფლმხედველობით-ვილა აუზით “ბასეინით” არის “საუნით” თუ არა?! ჰოოო კიდევ ის, რომ რევოლუციამდელ რუსეთში მეშჩანი – წვრილვაჭართა მოსამსახურეთა წარმომადგენელი იყო, (ნუ მაშინ ბოტოქსი არ იყო და ღორის ქონით იპოხავდნენ სახეს და თმას ქალები, კაცებიც) ოოო აი ამის შეხსენება ძალიან არ უყვართ “მეშჩანებს” და კიდევ ის, რომ: სადაც გინდა იქ ჩააგდე მეშჩანი- მისი შეზღუდული, ვიწრო მსოფლმხედველობა ჭინჭს არ /ვერ სცდება, გნებავთ მუზეუმში შეუშვი, გნებავთ თეატრში, გნებავთ, იქაც მხოლოდ ჭინჭის გამოსამზეურებლად მიდის – ასეთია მისი ვიწრო შეზღუდული ხედვა – ვაზელინით, ან ღორის ქონით გაპოხილი, როგორც “რევოლუციამდელ” .
“მეჭინჭე” მეჭინჭეა
მეშჩანი მეშჩანია ვერაფერს იზამ!!!!!
ასეა ეს ……