თაკო ჩარკვიანი: მართლაც -ასეთი კლასიკური მაგალითი ქვეყნის გამყიდველისა იშვიათობაა, თითზე ჩამოსათვლელია, როგორც ეს ნუგზარ ფოფხაძეა

“მართლაც -ასეთი კლასიკური მაგალითი ქვეყნის გამყიდველისა იშვიათობაა, თითზე ჩამოსათვლელია, როგორც ეს ნუგზარ ფოფხაძეა (ყოფილი ცეკას მდივანი იდეოლოგიური სექტორი მიჰყავდა) ნუ პირდაპირ რუსის ჯარის შემოყვანას და რუსთაველზე ხალხის დახვრეტას ღიად, ტრიბუნიდან ითხოვდა (1989 წელს 8 აპრილს) ეს მე-20-ე საუკუნის გარეწარი ნუგზარ ფოფხაძე. ამ გარეწარს აქტივის კრებაზე (სადაც კულტურის მსახურნი, მეცნიერები -შემოქმედი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი, ალბათ მათაც “გაქრობით”ემუქრებოდა მაშინ) სულ ორი ადამიანი შეეწინააღმდეგა ღიად ჯანსუღ ჩარკვიანი და რესან კონცელიძე, ჯანსუღის ყვირილი- სიტყვები – ჩანაწერი სტენოგრამამ შემოინახა ( საბედნიეროდ) “გარეთ ჩვენი მომავალი , ჩვენი შვილები დგანან , რას ბედავთო” უყვიროდა რუსის გენერალს ჯანსუღი და ეს ფაქტი ასევე არის დაფიქსირებული მაშინდელი ცეკას მდივნის- ჯუმბერ პატიაშვილის დაკითხვის ოქმში, სადაც პატიაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანი შეეწინააღმდეგა 8 აპრილს აქტივის კრებაზე ჯარის შემოყვანას, გააპროტესტა ხმამაღლა ყვიროდაო. ( მკითხველმა მომიტევოს თუ ვამაყობ ამ ფაქტით)🙏
P.S.ირაკლი კაკაბაძეს დამუქრებია ეს ჯაშუში ნ.ფოფხაძე (ირაკლიმ დაწერა თავად) “როგორც ერთი კაკაბაძე გავაქრე უკვე 40 წლის წინ, ახლა შენც გაგაქრობო”!!!! გესმით როგორი “ნაცნობი” სიტყვა წამოსცდა ამ ჯაშუშის (ფოფხაძის) არაცნობიერს “გაგაქრობო, როგორც ერთი უკვე გავაქრეო”,  დიახ ასე “აქრობდა” და ანადგურებდა პიროვნებებს და ახლა წამოსცდა მისთვის ჩვეული სიტყვა “გაგაქრობო ”, მის არაცნობიერს წამოსცდა…. წარმოგიდგენიათ რას ბედავს ეს მე-20-ე საუკუნის გარეწარი?! დიახ სიტყვა “გაქრობა”, ცილისწამება, შანტაჟი, ჯაშუშებისთვის დამახასიათებელი დამტკბარი საუბარი, ქამელეონის და მიწაზე მხოხავ ხვლიკისებრთა, ფამილარული ღლიცინი, ( ვითომ იუმორით- სრულიად უნიჭოდ მეტყველი) და “ხელქვეითებთან” საბჭოური სიმკაცრით გამორჩეული, სინამდვილეში კი, ბინძური კორუფციული სისტემის მიერ მოგონილი “ჭანჭიკი”, სამშობლოზე რუსების მიერ მიმაგრებული უსამშობლო “შნიკი”, რომელიც ისტორიულ მეხსიერებას შემორჩება, ( ისიც, მოკლე ისტორიულ მეხსიერებას შემორჩება მხოლოდ), როგორც ქართველი ხალხის დასახვრეტად, “როდიონოვის “ჯარის შემომყვანი და სიბილწეების გამავრცელებელი გარეწარი… ეს არის და ეს, არადა სირცხვილი ის არის, რომ ეს “წურბელა” ბედავს დღეს,21-ე საუკუნეში კიდევ ვინმეს დაემუქროს “გაქრობით”.
არადა, ყველაზე ბევრი, რაც შეუძლია ამ ჯაშუშს, ის არის, რომ “იმას ” გაუფრთხილდეს “იმას”, რაც არ აქვს და არც ჰქონია არასოდეს, როგორც ყველა მხდალს, ( უი, ცუდი- რაიმე ცუდი არ იფიქროთ ბატონებო , ნამუსი ვიგულისხმე მხოლოდ )😂🙏✌️” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვანი. 
ვიდეო იხილეთ აქ