თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ეგებ ვურჩიოთ ამ “ბანკირ-მევახშეს” …

ეხმიანება მამუკა ხაზარაძის ტელეეთერში ტვ “პირველი”-ს ეთერში.
“ხაზარაძე ზის 45 წუთია მარტო , მონოლოგის რეჟიმში ტვ პირველზე და ამბობს: “ხალხს ამნეზია კი არ აქვსო კაცოო, იმ ხელისუფლებასთან თავად თანამშრომლობდნენო “ესენიო”, ( ანუ მე არაო) 200 ათას ადამიანს დავასაქმებო მეო, (ანუ მის გამო გადახვეწილ და განადგურებულ და გაქცეულ ხალხს არ გულისხმობს ალბათ ხაზარაძე )ანუ მეტი ჩემი ბანკიდან ფარცხალაძე – გახარიასთან ერთად შავი ფულის გატანის სქემაში მონაწილეობას არ მივიღებო, ალბათ ამის თქმა უნდოდა ამ საღამოს ხაზარაძეს.
სულ ველოდებოდი რომ “უფასო ფულს” დაპირდებოდა ან უფასო “ბორჯომს” მაინც დაპირდებოდა ხალხს, თუმცა ახლა გამახსენდა – “ბორჯომი” ხომ პატარკაციშვილს მიჰყიდა ხაზარაძემ
მეო რუსეთს კი არ მივყიდე, პატარკაციშვილს მივყიდეო, ვითომ არ იცოდა ხაზარაძემ, რომ პუტინის პატარკაციშვილი იყო) ოჰ ეს ერთ თარგზე-ერთნაირ “გოიმურ” თარგზე მოჭრილი მინი ოლიგარქები “ესენი”
ჰოდა, რა ვიცი მართლა ამნეზია კი არ აქვს ხალხს კაცო?! ჰო კიდევ თქვა ხაზარაძემ: “კაცო შუბლის ძარღვიო, ხომ აქვთო “ამათო”?! ანუ “მეო” კი არა – “ამათო”!
P. S – რა ვიცი აბა, ეგებ ვურჩიოთ ამ “ბანკირ-მევახშეს” ხელი მოისვას შუბლზე თავად , ეგებ გაწყდა და გადაბმა სჭირდება მის შებლის ძარღვსაც, ან ეგებ საერთოდაც არასდროს ჰქონია?!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ