: იმ ოკუპანტმა და აღვირახსნილმა ტერორისტმა პუტინმა ისიც თქვა: “2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ვემზადებოდიო” ანუ მე ვემზადებოდიო ომისთვის მ ე ო !

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, :
ქართული პოლიტიკა ორ დღიანი “ექსკურსიიდან” დანახული ასეთია:
პარტიებს კრძალავს არალეგიტიმური ხელისუფლება,
ნაცებს კრძალავს “ოცნება”, რომელშიც თანამდებობის პირებად “ყოფილი ნაცები” არიან, ზოგიერთს ცალი ფეხი გახარიასთან აქვს, მეორე ფეხი მერაბ კოსტავასთვის ფეხის ამომრტყმელ ხაზარაძესთან.
ზოგნი თან ვითომ გამსახურდიას “მომხრენი” არიან და თან ოკუპანტი პუტინის მომხრენი 🧐🤷🏼‍♂️გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე ასამართლებს სააკაშვილს,
წულუკიანმა ყველა დაიბარა და საერთოდ პროკურატურამ ყველა დაიბარა ბოკერიას გარდა, (ის ბოკერია, უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც ელენე თევდორაძის ღია ჩვენება დევს სასამართლოზე, სადაც თევდორაძე ადანაშაულებს ბოკერიას სროლის ბრძანების დაწყებაში ე.წ “ციხის ბუნტის დროს”).
სააკაშვილს კი ასამართლებენ ამა თუ იმ უცხოელ სტუმარს რატომ უხდიდი სუფრას რატომ პატიჟებდიო რატომ ახარჯავდი ფულს ბიუჯეტიდანო, კი ბატონო ამას მიამატეთ “კოსტუმები” ამისთვისაც ასამართლებენ.
ახლა მივუბრუნდეთ პრემიერ ღარიბაშვილს, გარეთ “პირბადის” ტარებისთვის იჭერენ ადამიანებს, ხოლო “დასჯილი” ყოფილი პრემიერი, მილიონები რომ მოიპარა თან სახლში ედო ფაქტი, ისვენებს, გარეთ შიმშილობს ხალხი და “კლანი” ანუ 10 კაცი 400 მილიონს იყოფს თურმე😂 , ამ დროს ხაზარაძე ტვ ეთერით ისევ ნაცებს ლანძღავს, ის ხაზარაძე რომელიც იმიტომ გამოუშვეს ციხიდან, რომ ლეგიტიმაცია შეექმნა ხელისუფლებისთვის, ნუ თან ეგონა რომ დაუფასებდა ოლიგარქი და არ “გადააგდებდა”.
ბოკერიას ცოლი ჩერგო ს.ზურაბიშვილს არ სცილდება და მიშას ფოტოს რომ დაინახავს კივილს იწყებს ისტერიულად, მიშას მომხრეებს ერჩის: “რატომ გიჭირავთ მისი ფოტო ეს ჩვენი აქციააო” განაცხადა ბოკერიამ ერთი კვირის წინ, ამ დროს ახალგაზრდები, პატრიოტები ციხეში არიან და პარტიები კი ერთად ვერ დამსხდარან, ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო (სიყვარული არ არის საჭირო რომ ისაუბრო, მაგრამ არა) წაგებულები და გაბითურებულები, მაინც ერთმანეთს ეჯიბრებიან და “საბანს იყოფენ” ჯერ მოუგებელ ომში და ყველა ერთად სააკაშვილს ეჯიბრება, ციხეში მყოფ სააკაშვილს, აი იმ სააკაშვილს ოკუპანტი პუტინის ნომერ პირველი პატიმარი რომ არის და “ნავთქურებიანი” ქვეყანა რომ ჩაიბარა და დასავლეთის ტიპის სახელმწიფო რომ შექმნა (კი ბატონო, არ მავიწყდება საკადრო პოლიტიკა და აქედან გამომდინარე შეცდომები) მაგრამ ან კი, როგორ შექმნა სახელმწიფო ახლა ის მიკვირს-მართლა
მიკვირს.
ჰო გავაგრძელებ: საკადრო პოლიტიკა გამახსენდა და ბურჯანაძე არ და ვერ გამომრჩება “ქართველი მარგარიტა სიმონიანი” “გორს ჩვენ ვბომბავდით და ომი საქართველომ დაიწყოო რომ გაჰკიოდა ს ტვ არხებზე, რომ გაანულა ხალხმა და ახლა ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა ლუკაშენკოსთან “ჩაკაკუნდა” :”ბაწკა, ყველას დავავიწყდი და აგერ ვარო”.
მოკლედ სიგიჟე გრძელდება და ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლებამ გააფორმა დიქტატურა, ოჯახებს ატერორებენ, კორუფცია ჰყვავის, ხალხის ძარცვა მიმდინარეობს უტიფრად, დიახ, რადგან მოპარულს უკან არავინ აბრუნებს, გაძარცვულია ხალხი, ამ დროს ვიღაცეები ისევ ფეიკ “გმირებს” ეძებენ და ხან “ქართლის დედას” უწოდებენ და ხან “მამას”, ამ დროს სულ რაღაც 6 თვის წინ სულაც “ალტინფოს” მხარდამჭერი იყო ეს “გმირი” და ოცნებას აპრავებდა, “დიახ სწორია რასაც აკეთებს ხელისუფლებაო ამბობდა”, აი უმოწყალოდ, რომ გვარბევდნენ მაშინ. კაცო იყოს ჯანდაბას, მაგრამ მთლად “გმირად” არა, რადგან საშიშია “ფეიკი” უკიდურესად საშიში,ზურგში გაჩრილი დანაა…..
მოკლედ, რაღაც სასტიკად პროვინციალური მოთხოვნილება გვაქვს ეტყობა “პათეთიკური გმირების” შეთხზვის და მერე ტრავმირებულები ვრჩებით, გამობრძმედილი თაღლითები და “ნასედკები” რომ შეგვრჩება ხოლმე. არადა ხელის გულზეა თითქოს ყველაფერი, თითქოს წლებს უნდა ესწავლებინა რაღაც, მაგრამ კეკლუცობაში ხომ ერთმანეთს ასწრებენ, აბა ვინ პირველი შეასხამს ხოტბას “ფეიკს”……..აქაც კონკურენციაა მაააშ🤓😄
არადა ნაღდების მეტი რა არის?! აი უცებ გამოანათა, იმ ქალბატონმა – დევნილმა ქალბატონმა აზამ, როგორი გულწრფელობა მოდის მისგან, მტერს რომ განაიარაღებს ისეთი, აქვე მინდა ვახსენო ქ.ნი ლუდა სალია -ნამდვილი გმირი ქალბატონი, აქვეა ჩვენს თვალწინ დანახვა უნდა…
ჰოდა, ვფიქრობ კეკლუცობას რომ მოეშვას “ბევრი”, ან “ზოგიერთი”, უფრო კარგი იქნება პროცესისთვის, დაინახავს ხალხი ვინ ვინ არის, თქვენი (ხელოვნურად) მითითების გარეშე: “აი ეს არის “გმირი”.
არ სჭირდება გმირს მითითება ის გამოჩნდება უთუოდ, ჩუმად, წყნარად, მყარად აი ამ დევნილი ქალბატონი აზასავით, ხალხი თქვენს გარეშე ამოიცნობს.
თქვენ კი “ზოგიერთმა” ჯერ გაარკვიეთ, გახარია- ხაზარაძის პარტიის გაპრავებას მიხედეთ ჯერ, რომელი სჯობს, თვალების დამთხრელი თუ კოსტავასთვის ხელის გამრტყმელი მევახშე, აი ეს გაქვთ ჯერ გასარკვევი, ნამდვილ გმირებს კი ხალხი თავად იპოვის .
მოკლედ, ვზივარ ახლა და მივხვდი რომ შემოდგომის სასიამოვნო სუსხმა “მითხრა”-მიმახვედრა, რომ აივანზე აღარ უნდა ვიჯდე აცივდა ……..შევალ ახლა და გადავხედავ ტვ ეთერს-“ხუთ სკამზე” მჯდომ “ქართულ პოლიტიკას”.
მაინც რა საზიზღრად და გულის ამრევად “საყვარლები” არიან ეს მილიონების მომპარავები და ქურდობის მიმტევებელნი ხალხის ხარჯზე 🤓
მიშა გადადექი!😄😂 ჩერგომ თქვა…….იმ ჩერგომ “გაზპრომს” რომ ბიზნესი მიჰყიდა და იმ ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო.
მიშა გადადექი! ღარიბაშვილმა თქვა, იმ ღარიბაშვილმა მილიონები რომ მოიპარა და სახლში წაიღო!
მიშა გადადექი!
ბურჯანაძემ თქვა, იმ ბურჯანაძემ პუტინს კრემლში რომ ეახლა “ აქ ვარო”, ერთ ლარად რომ აგარაკი შეიძინა და გორს ჩვენ ვბომბავდით და ომი ჩვენ დავიწყეთო რომ თქვა!
მიშა გადადექი!
ს.ზურაბიშვილმა თქვა, იმ ზურაბიშვილმა ომი საქართველომ დაიწყო და მძინარე ცხინვალს ვბომბავდითო, რომ თქვა!
მიშა გადადექი ! გახარიამ თქვა, იმ გახარიამ თვალები რომ დაგვთხარა შავრაზმელი რუსი გავრილოვის გამო.
მიშა გადადექი ! ივანიშვილმა თქვა იმ ივანიშვილმა, ღარიბაშვილს მოპარული მილიონები რომ აპატია.
ახლა დავფიქრდი და გამახსენდა, რომ უპირველესმა
პუტინმა თქვა, ჯერ პუტინმა თქვა მიშა გადადექიო, ოღონდ ,”ამათგან”-ამ ჩვენი პოლიტიკანი, საქართველოს მოღალატეებისგან განსხვავებით, იმ ოკუპანტმა და აღვირახსნილმა ტერორისტმა პუტინმა ისიც თქვა:
“2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ვემზადებოდიო” ანუ მე ვემზადებოდიო ომისთვის მ ე ო !
რა გითხრათ, გარეთ აცივდა და სამწუხაროდ საქართველოსთვისაც “აცივდა” საგარეო ასპარეზზე, დღეს გვითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ “სამწუხაროდ, თქვენთან, მხოლოდ სახელი დარჩა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდანო “
ჩვენ ? ჩვენ ისევ “გმირებს” ვეძებთ, ხაზარაძე -გახარიას “ნაკვალევზე”….