თაკო ჩარკვიანი: ეს ჩემი აზრია!

“ეს ჩემი აზრია!
ოლიგარქიულ და დიქტატურულ ხელისუფლებასთან ბრძოლა, მაშინ როცა ქვეყანას იზოლაციაში ტოვებენ, თავებს უხეთქავენ და ანადგურებენ მანიაკები, მომავალ თაობას, აი ამ ტიპის არალეგიტიმურ ხელისუფებასთან ბრძოლა და ამ დროს ლიდერად, ივანიშვილის ოცნების შემომწირველთა და ამერიკის მიერ დასანქცირებულთა სიის გადასარჩენად მორბენალი მევახშე “რავალია”?! როგორია?!
კი ბატონო, ვისაც სწორი გზა ეს ჰგონია ეგონოს რა ვქნა?!
კითხვა -აბა სხვა რა გზაა?!
ჩემი პასუხი ასეთია:
გზა ერთია -ერთადერდი, გაერთიანებული დიდი კოალიცია, არა “პრივატიზირებული” ტვ ეთერი, არამედ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ნამდვილი ერთობით მიმდინარეობს ბრძოლა, ყველა ტვ არხი -ყ ვ ე ლ ა ოპო არხი და საზოგადოებრი ტვ ხალხის უნდა გახდეს.
მხოლოდ ასე მივაღწევთ შედეგს!
ს მიმართ შერჩევითობა -შერჩევითი სამართალი, ჯერ იპოზიციაში უნდა შეწყდეს, პატივი ვცეთ ევროკავშირის რეზოლუციას, სადაც მკვეთრად წერია, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია სააკაშვილის მიმართ იმ ადამიანების (ოპოლიდერების და არა მხოლოდ ოპოლიდერების) სიმკაცრე, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს ხმას არ იღებდნენ, გატრუნულები იყვნენ კომფორტში “ყვაოდნენ” და ბედნიერად აკრულები და შეზელილები იყვნენ ყოფილ ხელისუფლებას-რბილად რომ ვთქვათ საზიზღრობაა და თვალთმაქცობაა მათი საქციელი ….
მომავალში, რეფორმირებულმა სასამართლომ განსაჯოს ყველა საქმე და არა “მურუსიძის” მიკერძოებულმა სამარცხვინო სასამართლომ, რომელიც უდანაშაულო ახალგაზრდებს ასამართლებს და ცხოვრებას უნადგურებს!
დიდი ერთიანობით, პარიტეტზე შექმნილი დიდი გაერთიანებით უფროსი და უმცროსი თაობა ერთად უნდა იბრძოდეს და აი 180 ათასი და 200ათასი ადამიანი რომ არის ხოლმე გარეთ, (და ბევრჯერ ვნახეთ ხალხმრავალი აქცია) აი ამ დროს უნდა ამუშავდეს ხალხის მექანიზმი -ევროპის კონვენციით მონიჭებული აჯანყების უფლება!!!!
როცა ქვეყანა-სახელმწიფო მიტაცებულია, სასამართლო და პოლიცია ბანდფორმირებად არის გადაქცეული, კონსტიტუცია დარღვეული ხელისუფლების მიერ -ეს არის დანაშაული და არა ხალხის მიერ გზის გადაკეტვა!!
ყველა პოლიტპატიმარს თავისუფლება !
მხოლოდ ასე იქნება შედეგი
ნუ, თუ ისევ “ზოგიერთი” ფსევდო ოპოლიდერი, ისევ არ იცუღლუტებს, უფრო სწორად არ უნდა მივცეთ ცუღლუტობის საშუალება!
ეს არის ჩემი აზრი!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .