პარტია “კანიონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
ჩემი აზრი ასეთია: ასეთი დაბალი აქტივობა არჩევნებს არ ახსოვს, ნორმალურ დასავლური ტიპის კანონმორჩილ ქვეყანაში, ასეთი დაბალი აქტივობა, გახდებოდა იურიდიული საფუძველი არჩევნების გაუქმებისა. ქუჩაში გასაპროტესტებლად გამოვიდა უამრავი ხალხი – (7 საათის შემდეგ გადაიტენა მართლა გაივსო რუსთაველი), მათ არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ვთლით, რომ არჩევნები და საერთოდ სასამართლო სისტემა მიტაცებულია (მითუფრო იმ სკანდალური განცხადების შემდეგ, რაც ღია ტვ ეთერით მოვისმინეთ ახალგაზრდა მოსამართლისგან, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა, რადგან ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო). ახლა გუშინდელ აქციაზე ვისაუბრებ, მაქვს თუ არა კითხვები, ან შენიშვნა, კი ბატონო მაქვს ცხადია, მეც მაქვს კითვხვები უთუოდ, მაგრამ ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, რადგან ადამიანები რომლებიც 310 დღე ქუჩაში არიან და აპროტესტებენ დღე და ღამე, წვიმაში, ქარში აპროტესტებენ დიქტატურას, (და “ხელისუფლებას” ცინიკურად ფეხებზე ჰკიდია), ამიტომ მათი მოქმედების განხილვას არ ვაპირებ. პასუხისმგებლობა ეკისრება საარჩევნო კანონის -სისტემის მიმტაცებელ ხელისუფლებას, რადგან ქვეყანაში მძვინვარებს კორუფცია, ადრე თუ მხოლოდ ოპოზიცია ვსაუბრობდით კორუფციაზე, დღეს ხედავთ რომ ხელისუფლების კლანები უკვე იჭერენ ერთმანეთს, 700 მილიონიანი ფულის გათეთრება, აგერ თურმე 70 მილიონი სახლში მიაქვთ “ტიპებს” და საბავშვო ბაღებს, სკოლებს ანგრევენ და აღარ აშენებენ. ერთმანეთის კორუფციას “კრიშავენ” და ეს ყველაფერია, ეს კორუფციაა, რომელიც ანგრევს ეკონომიკას, დაბალი ეკონომიკის დროს უჭირს ხალხს, სტუდენტები ვერ იხდიან სწავლის ფულს, მოხუცი ვერ ყიდულობს წამალს, მოქალაქეებს უჭირთ გადასახადის გადახდა! ეს ფაქტია, აღვირახსნილი კორუფციაა ქვეყანაში. ქუჩაში “ბეზ პრედელია”, თავში რკინას ურტყამენ ახალგაზრდებს, ასახიჩრებენ ჟურნალისტებს და არავინ იძიებს საქმეებს. დიახ, თავად იცის ხელისუფლებამ, რომ ასეთი დაბალი აქტივობა არჩევნებში, ნიშნავს, რომ ხელისუფლება დასრულებულია, ხალხი აღარ ემხრობა -ეს ფაქტია!
მაშ როგორ გაიმარჯვესო იკითხავს მავანი?!
რა, განა ბრეჟნევი მუდამ არ იმარჯვებდა სსრკ-ში?
განა, უკვე მსოფლიოში აღიარებული ტეტორისტად პუტინი არ იმარჯვებს?
განა პუტინსაც არ ჰყავს თავისი “ხაზარაძე”? რომელიც ლეგიტიმაციას უქმნის დიქტატურას?! ასე, რომ გასაკვირი რა არის?!
შედეგი ასეთია: 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ მკვეთრად დაინახა, რომ ასეთი დაბალი აქტივობა არჩევნებში ნიშნავს, რომ ხალხმა გითხრა უარი-ხალხის უმრავლესობას აღარ უნდა ეს ხელისუფლება. ახლა თითის გაშვერა, მითუფრო პაატა ბურჭულაძის-მსოფლიოში აღიარებული ბანის (ან სხვათა მიმართ) მიმართ, რომელიც ცილისწამების და ბულინგის მსხვერპლია უკვე წლებია და გასაოცრად უძლებს, უბრალოდ არასწორია და არაადამიანურია, სირცხვილია !!
ისარი გაასწოროს ყველამ და პასუხისმგებლობა დააკისროს უპირველესად ხელისუფლებას, როცა ამხელა პროტესტია ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას უკანონოდ დაკავებული ჰყავს ახალგაზრდა პოლიტპატიმრები, (ყველა ხელისუფლების დროს) პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
რევოლუციას აწყობს ყოველთვის ცინიკოსი და ხალხის გამგიჟებელი ხელისუფლება, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებს ხალხს!
ამიტომ, ვინ რა პროვოკაცია მოაწყო თუ რა მოხდა საერთოდ, ან რა გეგმით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, ეს კითხვები შეიძლება ყველას გვაქვს, მაგრამ
უპირველესი -უუუუპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება კანონდამრღვევ დიქტატურულ ხელისუფლებას და მას, ვინც ლეგიტიმაცია შეუქმნა (ფეიკ ოპომ მევახშეურად) დიქტატურას არჩევნებში, მათხოვრულ პროცენტებად თუ დიდ “მაყუთად”, ამას ცოტა ხანში გაიგებთ!
ეს ჩემი აზრია!