“ძალიან ბევრ მადლიერების წერილს ვიღებ ჩემი პოზიციის გამოხატვისთვის. რისთვის მიხდით მადლობას? ეს ხომ ის მინიმუმია, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, ამიტომ მიკვირს მადლობა, რომ ვთვლი: ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს და ერთი მოტივი – არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ეროვნული იდენტობით, ბრძოლითა და ღირსებით მოიპოვეს და ჩვენთვის დანატოვარია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, გავხდეთ ის თაობა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენი დასავლური კურსის რადიკალურ ჩაკეტვას! წინ ევროპისკენ!” – წერს მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი