მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ“, ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში და ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით,
„ძალოვანი (შსს-სუს-ი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო… დამატებით „სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები.
სუს-ის, ოხანაშვილ – მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ“. ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ“, – წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.
