ივანიშვილის ტიპის პატარა კაცუნებზე, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უსამარებს მომავალს, აშშ-ს არცერთი ადმინისტრაცია არასდროს ითანამშრომლებს. ამის ნათელი მაგალითია ის, რასაც ახლა ზაზა შათირიშვილის მრავალნატანჯი პირით აჟღერებს ივანიშვილი ქართველი ხალხის გასაგონად, რომ თურმე დამთავრდა, ტრამპიც „დიფ სთეითმა“ შეიპყრო, – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის აზრს, რომ „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად – ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე “მშვიდობის მტრედი”.
თაზო დათუნაშვილის თქმით, რასაც შათირიშვილი ამბობს, პროპაგანდის მესიჯია.
“საახალწლო პერიოდმა გაიარა და ზაზა შათირიშვილის „პახმელია“ ისევ გააქტიურდა. ფსიქიკური აშლილობის ეს ვერბალური გამოვლინება, რომელსაც ბოლო ერთი წელია თვალ-ყურს ვადევნებთ და რომელიც თან გამტარის როლს ასრულებს, ასეთ სამარცხვინო არარაობად ჩამოყალიბდა. სინამდვილეში ამის უკან არის ბიძინა ივანიშვილის აზრები, ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე ტიპის ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ივანიშვილის ტიპის არასუვერენულ, რუსეთის სატელიტ ავტოკრატებზე, პატარა კაცუნებზე, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობენ, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უსამარებს მომავალს, აშშ-ს არცერთი ადმინისტრაცია არასდროს ითანამშრომლებს. ამის ნათელი მაგალითია ის, რასაც ახლა ზაზა შათირიშვილის მრავალნატანჯი პირით აჟღერებს ივანიშვილი ქართველი ხალხის გასაგონად, რომ თურმე დამთავრდა, ტრამპიც „დიფ სთეითმა“ შეიპყრო და სამყაროში და გალაქტიკაში მხოლოდ ივანიშვილი დარჩა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ვერ ამარცხებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა „ქართული ოცნების“მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
„ზოგადად გაუნათლებელი ადამიანები განათლების რეფორმას ვერასდროს გააკეთებენ, არავითარი კავშირი, რასაც ახლა „ქოცები“ აკეთებენ“, განათლების რეფორმასთან კავშირი არ აქვს. ეს არის კლასიკური ანტირეფორმა, რომლის უკანაც არის, ერთი მხრივ, ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიური ავტონომიის მოკვლა და მეორე, მათი ქონების დაპატრონება, კონტროლი და ქონების მართვა. ღმერთს არ უქნია არც თსუ და არც სტუ არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, ეს არის ძალიან ცუდი ორი უნივერსიტეტი, რომელსაც ცალ-ცალკე რეფორმა სჭირდებოდა, თუ ამის რაიმე შესაძლებლობა არსებობს და ახლა, რაღაც მონსტრისგან შერწყმული, რომ რამე კარგი გამოვა, უბრალოდ ყველა სტანდარტს, საერთაშორისო გამოცდილებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.




