თაზო დათუნაშვილი – „ქართული ოცნების“ ყველა ქცევა მიანიშნებს, რომ საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა და ამ ქვეყნის ს სატელიტ დიქტატორულ რეჟიმად გადაქცევა უნდათ

უნდა თუ არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დატოვოს ევროსაბჭო? ცალსახად უნდა იმიტომ, რომ ერთადერთ უკანასკნელ ხინჯად ჩარჩენილია ვალდებულება, რომ უნდა აღასრულოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ის რეკომენდაციები, რომლებსაც მაგალითად, ვენეციის კომისიის მსგავსი ორგანიზაციები გასცემენ ხოლმე,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველო არ იყოს არც ერთი იმ ორგანიზაციის წევრი, „რომელსაც მათზე ზემოქმედების ბერკეტები ექნებათ“.
„ზოგადად, „ქართული ოცნების“ ყველა ქცევა უკანასკნელი თვეების და ვიტყოდი, მთელი 2025 წლის განმავლობაში, მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა უნდა და ამ ქვეყნის, თავიდან ბოლომდე, ს სატელიტ დიქტატორულ რეჟიმად გადაქცევა. ამას ყველაფერი მიანიშნებს. უნდა თუ არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დატოვოს ევროსაბჭო? ცალსახად უნდა იმიტომ, რომ ერთადერთ უკანასკნელ ხინჯად ჩარჩენილია ვალდებულება, რომ უნდა აღასრულოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ის რეკომენდაციები, რომლებსაც მაგალითად, ვენეციის კომისიის მსგავსი ორგანიზაციები გასცემენ ხოლმე. ეს მათთვის დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ ისინი დიქტატორულ რეჟიმში ოპერირებენ და დიქტატორულ რეჟიმს აყალიბებენ. მაგრამ ეს ნაბიჯი რამდენად იქნება გადადგმული, ამას ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ამას აჩვენებს – მათი რიტორიკა, მათი ქცევა, ქმედებები, რომ სურვილი აქვთ, საქართველო არ იყოს არცერთი იმ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მათზე ზემოქმედების ბერკეტები ექნებათ. არა იმიტომ, რომ რამე გავლენა დაკარგა. ვენეციის კომისიას საკმარისზე მეტი გავლენა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ავტოკრატიულ კანონებზე სწორი დასკვნები გამოიტანოს. ეს არაფერ შუაშია. ამერიკის მაგალითის შემოტანაც აბსოლუტურად სხვა განზომილებაა საქართველოსთან მიმართებით. ვენეციის კომისიის დასკვნებს ის [„ქართული ოცნება“]დიდი ხანია არ ითვალისწინებს. ამერიკის გასვლა-შემოსვლა არაფერ შუაშია. ეს უბრალოდ დამატებითი პროპაგანდისტული ხმაურია, რომლითაც ცდილობენ ხოლმე თავისი ნაძირლობის გამართლებას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამ თემისა, დათუნაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე.
„რაც შეეხება მივიღებთ თუ არა ამ განხილვებში მონაწილეობას. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საკონსტიტუციო სარჩელზე განაცხადი გააკეთა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ და პირიქით, ვუჩივლებთ „ქართულ ოცნებას“ და ანტიკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ მთელს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ. ნამდვილად არ ვაპირებთ უბრძოლველად დავთმოთ რაიმე პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, ვართ დიქტატორულ რეჟიმში და საკონსტიტუციო სასამართლოსაც დღეს არავითარი ინსტიტუციური ძალა არ გააჩნია. მაგრამ ჩვებ ვიბრძვით ბოლომდე, ვიბრძვით ქუჩაში, ვიბრძვით პარტიაში, პარტიულ საქმიანობაში და ვიბრძოლებთ, მათ შორის, სამართლებრივად მიუხედავად იმისა, რომ არასამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“,-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.