„თავი რომ გავანებოთ უზრდელობას, სიხარბეს… ჩემთვის, როგორც დედით ქართველის და მამით ებრაელისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი :
„თავი რომ გავანებოთ პოლიტიკურ ორიენტაციას, ავტორიტარულ მიდრეკილებებს, უზრდელობას, სიხარბეს, გაუნათლებლობას, უკიდურესად ბინძურ ბილწსიტყვაობას, პირადად ში მებრძოლი მეომრებისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ აგრესიას, მთელი ებრაელი ხალხის ამ მისი აზრით დამაკნინებელი, ზიზღნარევი ეპითეტით მოხსენიება პიროვნული და პოლიტიკური უგუნურობის და დეგრადაციის თვალსაჩინო ნიმუშია.
ეს არ არის ერთი კაცის პრობლემა, ეს მთელი ხელისუფლების პრობლემაა და აჩვენებს მის კულუარებში ჩაბუდებულ ანტი-სემიტიზმს.
ჩემთვის, როგორც დედით ქართველის და მამით ებრაელისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჩემში განსხეულებულ ორი ერის ათასწლოვან სიყვარულს და ერთობას აყენებს შეურაცხყოფას.
დღეს ბოროტებასთან ომშია ჩაბმული…
გამარჯვება ისრაელს, გამარჯვება უკრაინას და რაღა თქმა უნდა, გამარჯვება საქართველოს!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც