“თავი ასწიე, ჩემო მეფეო!” – რონალდო დამ გაამხნევა, დედამ მოედანზე იტირა, თავად კრიშტიანომ კი ანტირეკორდი დაამყარა

ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის მეშვეობით თავისმა დამ, კატია ავეირომ, გაამხნევა.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დამატებითი დროის 105-ე წუთზე “ალ ნასრის” ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ავეირომ კრიშტიანოსა და რობერტო მარტინესის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “თავი ასწიე, ჩემო მეფეო”.
ინფორმაციისთვის, რონალდოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. ის 21-ე საუკუნეში გახდა პირველი ევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე 3 პენალტი ვერ გაიტანა.
მანამდე პორტუგალიელმა
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად 2016 წლის ევროზე ავსტრიასთან, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანთან ვერ გარდასახა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალია-სლოვენიის დაპირისპირებას კრიშტიანოს დედა მარია დოს სანტოს ავეიროც ესწრებოდა, რომელმაც შვილის ტირილის დანახვაზე ცრემლები თავადაც ვერ შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ