“თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს” – “ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა “კვარაზე” ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“პარტენოპეის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.
“ჩემი აზრით, “კვარა” ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს”, – განაცხადა დენისმა.
შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი “ნაპოლის” ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟერმანმა “პარტენოპეის” რიგებში 63 მატჩი გამართა, თავი
კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში