თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო ჩატარდეს.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.
“ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ს სხვა შემადგენლობით. ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე, რომ ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირდე და ერთი მოთხოვნა გქონდეს. ეს აქცია ყველაფერს აერთიანებს, თუმცა ძირითადი მოთხოვნა მაინც რჩება ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც გვითხრეს, პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გეგმავს აქციას, მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ. ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეკლა ვასაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა