თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს

საქართველოს ნაკრების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე მივიდა – ნაკრებმა მსვლელობა ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე – ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდა.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ