თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს

თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს,
მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნით” სარგებლობა სურთ.
ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი, ასევე -ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი – გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში – თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“