თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს

თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს,
მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნით” სარგებლობა სურთ, ვინაიდან ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განუცხადა, “მეტრო დროებით დაკეტილია”.
თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მგზავრთა გადაადგილება შეჩერებული არაა.
ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე -ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების შესახებ – ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შსს გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს