თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები იკრიბებიან, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობით გადაინაცვლებენ

თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარშის” მონაწილეები იკრიბებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე იკრიბებიან და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეურეთდებიან, საიდანაც, მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით სამინისტრო არ გამოირჩეოდა“, ამიტომ მათი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენონ, რომ პასუხისმგებლი სახელმწიფო ორგანოა, ამიტომ ისინი საქართველოს უნდა ემსახურებოდნენ.
სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ