თავისუფლების მოედანზე დაკაავეს ალეკო ელისაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი

თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი დავით დათუნაშვილი. ის ახლა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს, არის პარტია “ახალის” წევრი.
დაკავებულია პარტია მოქალაქეების ლიდერი, ც.
თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები – მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი ძალოვანები. ადგილზეა ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ადგილზე მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა ასევე “ტიტუშკები.”
დღეს, 4 დეკემბერს პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, და პარტია “დროას” წევრი გელა ხასაია; დღესვე ჩხრეკა ჩატარდა არაერთი პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ოფისებში, აქტიური მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში.