„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აქციას მართავენ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ შეძახილებით ს საქალაქო სასამართლოსთან, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელმა პოლიციელს სილა გააწნა.
დღეს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.