„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – პოლიციამ მოუწოდა, არ დაბლოკონ გზის სავალი ნაწილი

„სტუდენტების ძალა ერთობაშია” – ამ ლოზუნგით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან დაიწყო და ისინი „თბილისი მოლისკენ“ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციაა მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ გზის სავალი ნაწილის ბლოკირება არ მოახდინონ. მსვლელობის მონაწილეების თქმით, ისინი მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლებენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალაა მობილიზებული. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
ინფორმაციისთვის, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციელები. სამართალდამცველები საავტომობილო გზის პერიმეტრზე არიან განლაგებული. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას; არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა