თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 2 300 კომპანია აწერს

თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 2 300 კომპანია აწერს – როგორც ვებგვერდზე, freebusiness.ge წერია, ამ დროისთვის, მუშავდება 642 განცხადება
განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი ს ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ
“არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას” | წერია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა