თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25-ის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი

თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25-ის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.
Next: 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს რეზოლუცია და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის გარეშე