თავდაცვის სამინისტრო “ღირსეულის პარტნიორის” სწავლების გადადებას “დასანანს” უწოდებს

თავდაცვის სამინისტრო -ის გადაწყვეტილებას, გადადოს “ღირსეულის პარტნიორის” სწავლება გაურკვეველი ვადით, დასანანს უწოდებს.
“საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის “ღირსეული პარტნიორი 2024-ს” სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის “მტკიცე სული 2025”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება გაურკვეველი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.
თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, 30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი ს წინააღმდეგ ზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში.