თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს. ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, +78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი გახდა, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტი დავით უძილაური გახდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული შეჯიბრებები ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში, სარაევოში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად