თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ “დელტასაც” ეწვივნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია