თავდაცვის სამინისტროში საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების ორგანიზებული საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების, გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სამინისტროს ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა. ბავშვების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ბოლოს მათ თოვლის ბაბუას საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხედრო-მოსამსახურეთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა და მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. საახალწლო ზეიმი უკვე ჩატარდა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია