თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარა-სპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პარა-სპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი.
სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროებმა, ვეტერანებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული ღონისძიება, Allied Forces Foundation-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით, ქალაქ პერზირში გაიმართა. მსგავსი ღონისძიებები პარა-სპორტსმენების თვითშეფასების ამაღლებას ისახავს მიზნად და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის, სპორტული აქტივობების განხორციელების, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის მხარდამჭერია.

ასევე დაგაინტერესებთ

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია