თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა.
აღნიშნულ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს.
„ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა.
თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე: მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან – „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა – უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება