თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილედ პაატა პატიაშვილი დაინიშნა.
პაატა პატიაშვილი მანამდე იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მუშაობდა საქართველოს საელჩოში -ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეთაგან ამ დროისთვის პოსტს ინარჩუნებენ დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.
თავდაცვის მინისტრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრემიერი გადადგა და ამ თანამდებობაზე 8 თებერვალს ირაკლი დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის