თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.
თავდაცვის სამინისტრომ მშენებლობა წლის დასაწყისში დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობები. არსებულ ობიექტებს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
“აღნიშნულ მშენებლობას წელს ჩავუყარეთ საფუძველი. შუალედურად მოვინახულეთ მშენებლობის მიმდინარე პროცესი. 2025 წელს მივიღებთ და გავზრდით პატრიოტული სულისკვეთების გამორჩეულ თაობას”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი