თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული ვეტერანი პროფესიონალიზმის, სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსთვის თავგანწირვის სიმბოლოა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები დღესაც ჩვენი ვეტერანების გმირობის მაგალითებზე ვითარდება და ძლიერდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანთა მხარდასაჭერად ახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, თითოეული ვეტერანი გრძნობდეს იმ პატივისცემასა და მადლიერებას, რომელიც მათ დაიმსახურეს.
„ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები სწორედ თქვენი საბრძოლო გამოცდილების მემკვიდრეა. ის დღესაც ჩვენი ვეტერანების გმირობის მაგალითებზე ვითარდება და ძლიერდება. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარებას, კიდევ უფრო ამტკიცებს მხედრულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. ვეტერანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გააცნო ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ