თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა. ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა. მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და გაესაუბრა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ „ჯარის ბანაკში“, მე-8 როტაციაზე, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს უმასპინძლა. საზაფხულო ბანაკმა საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში, საერთო ჯამში 2200-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. “ჯარის ბანაკი” მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რამდენიმე ენერგეტიკული შეთანხმება განიხილეს, მათ შორის, პროექტი Arctic LNG-2, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში