თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო პრიორიტეტები – კომიტეტის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დახურულ ფორმატში შეხვდებიან

ქვეყნის თავდაცვის ახალი კოდექსის საკითხზე, დეპუტატები დღეს, შესაბამის კომიტეტზე,
თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან დახურულ ფორმატში იმსჯელებენ. ისაუბრებენ ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
“[კოდექსი] მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის მექანიზმებს სხვადასხვა მიმართულებით – უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე არაერთ სხვა სტრატეგიულ პარტნიორთან. კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება შეიარაღების აღჭურვილობის მოდელიზაციას, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე სამხედრო განათლებასა და წვრთნებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა