“თავდასხმის შთაგონება შესაძლოა, რუსეთში მომხდარი ორი მასობრივი სროლა გამხდარიყო” – რა ნახა პოლიციამ 24 წლის დევიდ კოზაკის “ტელეგრამ” შეტყობინებებში?

ცნო­ბი­ლია პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა – ის 24 წლის დე­ვიდ კო­ზა­კია. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.

  • პრა­ღის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, კო­ზაკ­მა სა­კუ­თა­რი მა­მაც მოკ­ლა, იგი ასე­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია 15 დე­კემ­ბერს, 32 წლის მა­მა­კა­ცი­სა და მისი ორი თვის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­შიც.

მომ­ხდარს ჩე­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პეტრ ფი­ა­ლა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ, სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­თა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მი­უდ­გეთ გუ­შინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა ახ­ლო­ბე­ლი, მათი ტკი­ვი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის სიღ­რმე ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ სწრა­ფი გან­სჯის­გან და არ გა­ავ­რცე­ლოთ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გუ­შინ­დელ­მა სას­ტიკ­მა თავ­დას­ხმამ მთე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ზა­რა­ლა, მტკივ­ნე­ულ და სევ­დი­ან პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ, ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი მათ­თა­ნაა, ვი­საც ეს ტრა­გე­დია უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ერ­თად უნდა გა­ვუმკლავ­დეთ. გთხოვთ, დარ­ჩეთ ერ­თად ამ რთულ დროს. გმად­ლობთ გა­გე­ბის­თვის“ – ნათ­ქვა­მია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ჩე­ხე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიტ რა­კუ­შან­მაც. მისი თქმით, და­ღუ­პულ­თა შო­რის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან.

ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ დრომ­დე იკ­ვლევს პო­ტენ­ცი­ურ კავ­შირს კო­ზა­კის მიერ Telegram-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რუ­სუ­ლე­ნო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­სა და ჩე­ხეთ­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმას შო­რის.

პო­ლი­ცი­ის ვა­რა­უ­დით, თავ­დას­ხმის შთა­გო­ნე­ბა შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი ორი მა­სობ­რი­ვი სრო­ლა გამ­ხდა­რი­ყო:

”მე ძა­ლი­ან შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ალი­ნა­თი… ძა­ლი­ან”, – ნათ­ქვა­მია კო­ზა­კის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში – “მან რა თქმა უნდა, ბევ­რის მოკ­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ვეც­დე­ბი გა­მო­ვას­წო­რო.“

მე­ო­რე შემ­თხვე­ვა 2021 წელს ყა­ზან­ში მოხ­და – ილზ­ნაზ გა­ლი­ა­ვი­ევ­მა 175-ე გიმ­ნა­ზი­ა­ში ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის შვი­დი ბავ­შვი. “ყო­ველ­თვის მინ­დო­და მოკ­ვლა. მე­გო­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში მა­ნი­ა­კი ვიქ­ნე­ბო­დი“, – ვკი­თხუ­ლობთ სხვა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში – “ილ­ნა­ზის ამ­ბის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბა უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია.“..წყა­რო

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება