თავდასხმის შემდეგ ნავალნის მოკავშირე ვოლკოვი აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ახლო მოკავშირე ლეონიდ ვოლკოვი, რომელსაც უცნობი პირი 12 მარტს ვილნიუსში ჩაქუჩით დაესხა თავს, აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.
“მუშაობას გავაგრძელებ და არ დავნებდები”, – ამბობს ვოლკოვი ვილნიუსის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. “მათ ჩემი სტეიკად გადაქცევა სურდათ, ბუნებრივია, ხორცის საბეგვი ჩაქუჩით. კაცი თავს დამესხა პირდაპირ ჩემი სახლის ეზოში, – ამბობს ვოლკოვი და დასძენს, – მან 15-ჯერ ჩამარტყა ფეხში, მაგრამ ფეხი როგორღაც გადამირჩა, სიარულისას მტკივა, თუმცა მეუბნებიან, რომ მოტეხილობა არ არის. მაგრამ მან ხელი მომტეხა”. ვოლკოვის თქმით, ეს იყო პუტინის დამქაშებისთვის “დამახასიათებელი ბანდიტური სალამი”.
ლიეტუვის პოლიციის პრესმდივანმა რამუნას მატონისმა სააგენტო AFP-ის დაუდასტურა, რომ 12 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე, ს მოქალაქეს თავის სახლთან დაესხნენ თავს. მას ვოლკოვის სახელი არ დაუკონკრეტებია.
მედიასაშუალება Meduza ავრცელებს ჟურნალისტ სერგეი პახომენკოს სიტყვებს, რომ ვოლკოვი ვილნიუსის გარეთ, მცირე დასახლებაში ცხოვრობს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავდასხმას “შოკისმომგვრელი” უწოდა.
“ლეონიდზე თავდასხმის შესახებ ცნობები შოკისმომგვრელია. შესაბამისი უწყებები მუშაობენ. დამნაშავეებს მოუწევთ პასუხი აგონ თავიანთ დანაშაულზე”, – წერს ლანდსბერგისი პლატფორმა X-ზე.