“თავად ვერ ვსეირნობ 2 საათი” – ბასტრიკინს რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნება სურს

ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ბასტრიკინი კვლავ სიკვდილით დასჯის დაბრუნების სურვილებზე საუბრობს.
“მე მაინც მრჩება დიდი შეკითხვა: რატომ არ ვხსნით მორატორიუმს იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე დანაშაულთა რიცხვი იზრდება, და რატომ არ ვაბრუნებთ სიკვდილით დასჯას ჩვენს კანონმდებლობაში?” – თქვა ბასტეიკინმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე საუბრის დროს ბასტრიკინმა კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში ბრალდებულების მაგალითი მოიყვანა. მან ისაუბრა, თუ როგორი ძვირი ჯდება იმ პატიმრების შენახვა, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მისივე მტკიცებით, თავად არ აქვს ზოგიერთი ისეთი ქმედების საშუალება, რაც პატიმრებს გააჩნიათ.
“თუ საბჭოთა დროს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან სამი ადამიანის მკვლელობისთვის სიკვდილის მისჯა შეიძლებოდა, ახლა ეს 15 ბრალდებული მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობას იღებს. ეს რას ნიშნავს? დღეში სამჯერ კვება, ორსაათიანი სეირნობა. მე ჩემს თავს ვერ ვაძლევ უფლებას, 2 საათი ვისეირნო, ამის დრო არ მაქვს. ზოგჯერ ვახშმობასაც ვერ ვასწრებ. სამედიცინო შემოწმება, სტომატოლოგის ჩათვლით – კიჭები ხომ არ სტკივათ. იცით რა ჯდება ერთი მსჯავრდებულის შენახვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? ერთხელ მითხრეს, რომ ერთი ადამიანი 30 000 რუბლი წელში. გაამრავლეთ ეს რიცხვზე, რამდენსაც სამუდამო სასჯელი აქვს – ეს კოლოსალური ბიუჯეტია.” – თქვა ბასტრიკინმა.
ბასტრიკინის ანგარიშით, ციხის თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების გათვალისწინებით, თითო პატიმრის შენახვა წელში 300 000 რუბლი ჯდება.
ბასტრიკინი სიკვდილით დასჯის დაბრუნების აუცილებლობაზე წინა წლებშიც საუბრობდა.