“თავად ვარ ხელისუფლება… დაახვიეთ! არ გააუპატიურეს ტვინი?” – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, ჯოხარ დუდაევს იხსენებს.
კომენტარებში, მას ჰკითხეს, რას ფიქრობენ საქართველოს დეფაქტო მთავრობის ლიდერები ჯოჰარზე, სხვა გმირებზე? ხომ არ ფიქრობენ, რომ პიარს შეეწირა და არა კრემლის სისასტიკისგან ქვეყნის დაცვას, ხომ არ ფიქრობს ე.წ. ხელისუფლება, რომ რუსეთთან ომი არ ღირდა? ჰკითხეს, ეუხერხულება, თუ არა, ე.წ. ხელისუფლების განცხადებები ზოგადად და კონკრეტულად ანწუხელიძეზე.
დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილმა, ზოგს ბრიტანელი მწერლის, ჯონ რესკინის სიტყვებით უპასუხა და თქვა, რომ პოლიტიზირება ერის გადაგვარების ნიშანია. თუმცა, არ მოუყვანია სხვა რომელიმე უცხოელი მწერალი, იმის სათქმელად, ვინ დაიწყო, ან ვინაა პასუხისმგებელი, ან თუ არა კრემლის პოლიტიკას, რას ებრძოდა, მაშ, დუდაევი, ან თუ არა პოლიტიკა, მაშ, რატომ არ წყდება ანწუხელიძის გმირობაზე საუბარი და ამდენი შეუსაბამო კომენტარი რატომ ვრცელდება.
შემდეგ კი, ერთ კომენტარში დაწერა:
თავად ვარ ხელისუფლება და მისი სტრუქტურის წარმომადგენელი და მოეშვით ეხლა ამ დემარშებს აქ. თუ არ მოგწონთ, დაახვიეთ! არ გააუპატიურეს ტვინი?

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში