თადუმაძე: არ მგონია, 2%-იანი პოლიტიკოსის სამსჯელო იყოს ჩემი კეთილსინდისიერება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ “ენის მოჩლექის დრო” არ არის. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.
“ამიტომ, მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს, თითქოს არ ვიცოდეთ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, არ მგონია, რომ 2-პროცენტიანი და 1-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ ,ან ევროკავშირი… ევროკავშირი პოლიტიკური ორგანიზაცია როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უზენაესს სასამართლოში მოსამართლეები უნდა შევისწავლო…
ეგ ხომ გამორიცხულია, თუ აქედან არ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომ იქ რაღაც პრობლემებია: კახა წიქარიშვილი და ვერ მოხვდნენ უზენაესში მოსამართლეებად ამიტომ… […] მე მგონი, ენის მოჩლექის დრო არ არის, მე მგონი, არც იმის დროა, იმ საპირწონეზე დავდგეთ, რომ ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ – ამ ნარატივის დროც არ არის”, – განაცხადა თადუმაძემ სხდომაზე.