ზღვამ იშვიათი “განკითხვის დღის თევზი” გამორიყა, შემთხვევა მექსიკის სანაპიროზე მოხდა

მექსიკის სანაპიროზე ზღვამ იშვიათი “განკითხვის დღის თევზი” გამორიყა, რამაც მოსახლეობაში კატასტროფის შიში გამოიწვია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
თევზი სერფერებმა კალიფორნიის ნახევარკუნძულის სამხრეთ წვერზე იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თევზი ღრმა წყლებში ბინადრობს და მისი ნაპირზე გამორიყვა ცუნამის ან მიწისძვრის მომასწავებელია.
თევზის სიგრძე რამდენიმე მეტრიანი სერფინგის დაფის სიგრძეს უტოლდებოდა. სანაპიროზე ნაპოვნ თევზს კუდის ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები თევზის გამორიყვასთან სტიქიური მოვლენების კავშირს არ ადასტურებენ. თუმცა, ამ თევზის სხვადასხვა სანაპიროებზე გამორიყვის შემდეგ რამდენიმე სტიქიური მოვლენა დაფიქსირდა, მათ შორის, ცუნამი იაპონიაში 2011 წელს და 2024 წელს 7 მაგნიტუდის სიმძლავრის კალიფორნიაში.