ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც

ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაშე არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი – „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაილეობის საკითხზე არსებულ დაპირისპირებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობნის“ წევვრობას, არამედ ეს არის იდეოლოგია, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედებას და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას გულისხმობს.
„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩააჩოჩეს, გააქრეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ, რომ მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის. შეგახსენებთ, გახარიას დღესაც აქვს კოალიციები თვითმმართველობის დონეზე ოთხ მუნიციპალიტეტში, „ლელოს“ წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს არის მცდელობა, რომ ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის თვალს მოაცილონ და აჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია